შეხვედრა COEST-ის წარმომადგენლებთან

18 October 2011

ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპასთან და ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის კომიტეტის (COEST) წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ისაუბრა "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საკითხი. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ჩართულობის სტრატეგიის" განხორციელების პროცესში თანამშრომლობა.