შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI-ის) ფინანსური მხარდაჭერით, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2011 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
შეხვედრის ფარგლებში უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI-ის) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევა ჩილინსკიმ უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე "საერთაშორისო ინსტრუმენტები უმცირესობათა საკითხების მართვაში".