ფოტოალბომის „აფხაზეთი: მე-19 საუკუნე“- ს პრეზენტაცია

13 December 2011

პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკაში. ალბომი აფხაზი და ქართველი მეცნიერების თითქმის ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. მასში შევიდა მე-19 საუკუნის ამსახველი ფოტოები, სურათები და ჩანახატები. ფოტოალბომი დასაბეჭდად მოამზადეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტმა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნერო-კვლევითმა ცენტრმა, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციას დაესწრებიან ლიტვის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრი ბ-ნი ევალდას იგნატავისიუსი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და ფოტოალბომის ავტორები.