ერთობლივი ტრენინგების ორგანიზატორები იყვნენ "მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი" (საქართველო), "სისხლის დონორთა ასოციაცია"(აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და "ასოციაცია - ახალგაზრდების წვლილი" (აზერბაიჯანის რესპუბლიკა).
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდებს შორის სისხლის დონორობის სფეროში არსებულ საკითხებზე თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, ორ სახელმწიფოს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.
პროექტს მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობა. პროექტის ბოლო დღეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა პროექტის მონაწილეთა გაცნობითი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.