ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ვიზის ფასილიტაციის და რეადმისიის შეთანხმების განხორციელების შეფასება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილულ იქნა აპარატის მიმდინარე საქმიანობა.
ევროკავშირის დელეგაცია წარმოდგენილი იყო ევროკომისიის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ექსპერტების მიერ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მათ შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იუსტიციის სახლში და სხვა უწყებებში.