სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

13 March 2012

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის წევრებისათვის სახელმწიფო სტრატეგიიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" და მისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2011 წლის საქმიანობისა და 2012 წლის პრიორიტეტების გაცნობა.

ეკა ტყეშელაშვილმა მიმოიხილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია და დეტალურად ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელთა მიზანი დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობისა და კავშირების აღდგენაა.