სახელმწიფო მინისტრი შეხვდა დეივიდ ლიდინგტონს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებთან მიმართებაში და გენერალ გარი ჯონსონს. 26 მაისს ქ- ნმა ეკამ შეხვედრა გამართა "საერთაშორისო ამნისტიის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. იმავე დღეს საღამოს სახელმწიფო მინისტრი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას. ვიზიტის დროს ქ - ნი ეკა ტყეშელაშვილისგან ინტერვიუ აიღეს ჟურნალ "ეკონომისტის" და ჟურნალ "ფაინენშალ თაიმზის" ჟურნალისტებმა.