ვიცე პრემიერი/რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მრავალრიცხოვან მრევლს ულოცავს აღდგომის ბრწინვალე დიდდღესასწაულს - ზატიკს. "მინდა ამ თავითვე აღვნიშნო, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის ეპარქია არის ქართული მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოში მცხოვრები სომეხი ხალხის თვითმყოფადობის, კულტურის, ენისა და ტრადიციების შესანარჩუნებლად. ვულოცავ სომეხ ხალხს ამ ბრწინვალე დღესასწაულს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას. დაე, ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიყვარულისა და წარმატებების მომტანი" - აღნიშნა მინისტრმა.