გასვლითი სპექტაკლი ქ. ბოლნისში

12 April 2012

ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულმა დრამატულმა თეატრმა გამართა გასვლითი სპექტაკლი ქ. ბოლნისში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სადაც დადგმულ იქნა ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები". ღონისძიება ჩატარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით.