შეხვედრა ჰოლანდიელ სტუდენტებთან

12 April 2012

შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ჰოლანდიელი სტუდენტები, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ამსტერდამის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ელსა არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანება, რომელიც აერთიანებს 32 ათას იურისტ სტუდენტს 42 სახელმწიფოს 300-მდე უნივერსიტეტში. სტუდენტები საქართველოს სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ, რომლის მიზანია სამართლებრივი, კულტურული და სოციალური კავშირების დამყარება და ქვეყნის უკეთ გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა მოინახულეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია, მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვასთან დაკავშირებით.