შეხვედრა ჰოლანდიელ დიპლომატებთან

23 May 2012

შეხვედრაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-ნმა ირაკლი ფორჩხიძემ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე სტუმრებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის გარდა, აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ანგელე სამურა.