უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ქ. გარდაბანში

19 July 2012

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის), კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა.

შეხვედრას დაესწრნენ ქვემო-ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხრეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები/თანამშრომლები.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვა; ადგილზე არსებული პრობლემების უკეთ შესწავლა და შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების მეშვეობით მათზე რეაგირების მოხდენა.