კომისიის გასვლითი სხდომა და ტრენინგი

31 July 2012

კომისიის გასვლითი სხდომა უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI-ის) ფინანსური მხარდაჭერითა და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა.

ECMI-ის მიერ მოწვეულმა პოლონელმა ექსპერტმა, ბატონმა მიხალ ერენცმა უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: "უმცირესობების საკითხთა მართვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა სახელმწიფო მმართველობის დონეზე".