უკრაინის მსოფლიო საკოორდინაციო საბჭოს წევრები საქართველოს ეწვივნენ სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში და შეხვედრები გამართეს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებთან და მთავრობის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და თბილისში მცხოვრები "უკრაინელთა ასოციაციის" წევრები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მცხოვრები უკრაინელების მდგომარეობა, ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.