პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

27 November 2013

"გილოცავთ თქვენთვის ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს. მინდა ვუსურვო საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. საამაყოა, რომ ებრაელები საქართველოში საკუთარი იდენტობის რეალიზებას სრულფასოვნად და ღირსეულად ახდენდნენ და ეს შესაძლებლობა ჩვენს სახელმწიფოში არასოდეს დადგება ეჭვქვეშ", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილი.

ხანუქა ძველი წელაღრიცხვით მეორე საუკუნეში მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა. ის რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. ხანუქას დღესასწაული დღეს დაიწყო და 8 დღეს გაგრძელდება.