საქართველოს მხრიდან განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგი ბოკერია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია, პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა და "ახალი თაობა-ახალი ინიციატივის" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი.