რელიგიათა საბჭოს ღონისძიება

21 March 2013

რელიგიათა საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საბჭოს მუშაობასა და გამოცდილებაზე და საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბეს.

შეხვედრის მეორე ნაწილს კი რელიგიურ-კულტურული პროგრამა შეადგენდა. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა შეასრულეს სიმღერები, საგალობლები და სარიტუალო ცეკვები.

ღონისძიება 19 მარტს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წელს დაარსდა. რელიგიათა საბჭო საქართველოს რელიგიური უმცირესობების ყველაზე ფართო ფორუმია, რომელშიც 22 რელიგიური გაერთიანებაა გაწევრიანებული.