სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ჯეიმი მაქგოლდრიკს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, გაეროს განვითარების პროგრამა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიღმა საერთაშორისო პროექტების მსხვილი განმახორციელებელი და აქტორია.
"ეს პროექტები მიმართულია ადამიანების საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაინეტერსებულია მათი გაგრძელებით. ასევე გვსურს, გაეროს განვითარების პროგრამას პროექტების გაფართოების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვლმა.
სახელმწიფო მინისტრის რანგში პაატა ზაქარეიშვილი ჯეიმი მაქგოლდრიკს უკვე მეორედ შეხვდა.