ვოლებეკთან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილიც დაესწრო. უმაღლესმა კომისარმა პაატა ზაქარეიშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
კნუტ ვოლებეკი მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის წევრებს - ეკა ბესელიასა და თედო ჯაფარიძეს.