შეხვედრები საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებთან

21 November 2012

შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იყო და მათში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილიც მონაწილეობდა. ელჩებმა პაატა ზაქარეიშვილს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

"ელჩებმა კიდევ ერთხელ დააასტურეს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა", - განაცხადა გერმანიის ელჩთნა შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში პაატა ზაქარეიშვილმა უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩებთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან. კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგნელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობოს ხელმძღვანელს, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, ისრაელის, შვედეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ესტონეთისა და ავსტრალიის ელჩებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს.