საქართველოს ვიცე- პრემიერი შეხვდა დანიის სახელმწიფო მდივანს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ზილმერ-ჯონსს და ლტოლვილთა, ემიგრაციის და ინტეგრაციის მინისტრს, ჰენრიკ ანკერსტერნეს. ვიზიტის ფარგლებში ქ -ნი ეკა დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების ცენტრში წარსდგა სიტყვით "საქართველოს სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში: საზოგადოების დაკავშირება მათი ჩართულობის გზით". სახელმწიფო მინისტრი ასევე ესტუმრა დანიის ლტოლვილთა საბჭოს და დანიის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტს.