სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კაბინეტის წარმომადგენელ ბიორნ ბერგთან, პოლიტიკურ მრჩეველ ალექსანდრე გესელთან და საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კატერინა ბოლონიეზესთან გამართა.
შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირების და რეინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ დამოკიდებულებასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.
"დელეგაციას გავაცანი საქართველოს ხელისუფლების ხედვები, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიმართებაში, როგორ ვხედავთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, მათ დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეს, რამდენადაც საუბარი გვქონდა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რას ვგეგმავთ და რა რეაქციას ველოდებით აფხაზური და ოსური მხარეებისა და რუსეთის სახელმწიფოსგან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.