პაატა ზაქარეიშვილი - ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მკაფიოდ უჭერს მხარს

11 December 2012

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ირანთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

"ირანი არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის მკაფიოდ და ცალსახად უჭერს მხარს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ, როგორც წესი, დასავლური სახელმწიფოების ხმა გვესმის. ირანის მხარდაჭერა არანაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს სახელმწიფო არის ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. ამდენად, როცა ირანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ასე მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე არ არის მხოლოდ დასავლეთი და ეს არის მთელი მსოფლიოს დამოკიდებულება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე განცხადებით, ირანი დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და უსაფრთხოების გარანტიებით და ამ ფონზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებით.