შეხვედრა თომას ჰამარბერგთან

28 February 2013

შეხვედრაზე კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლების დაცვასა და ამ გზით კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე ზემოქმედების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, როგორც ჰუმანიტარული ჟესტი, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.

თომას ჰამარბერგმა გამოთქვა მზადყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებში საქართველოს მთავრობას კონსულტაციები გაუწიოს და გამოცდილება გაუზიაროს. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თომას ჰამარბერგთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ჩართული იყო კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობაში.