ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში შეხვედრები გამართა

15 December 2012

ქეთევან ციხელაშვილი ფედერალური კანცლერისა და ფედერალური საგარეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. გერმანულმა მხარემ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე, ხაზი გაესვა კონფლიქტების მოგვარების და ნდობის აღდგენის მიმართულებით გერმანიის ჩართულობის მნიშვნელობას. ამასთან, გერმანელმა პარტნიორებმა დაადასტურეს მხარდაჭერა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საქართველოს ხელისუფლების კურსის მიმართ. მათ კონკრეტულ საკითხებში თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც გამოხატეს.