ქ-ნი ეკა შეხვდა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენელს მის აღმატებულება სინ სინ ხოს; სირიის მუდმივ წარმომადგენელს მის აღმატებულება ბაშარ ჯაფარის; ვიეტნამის მუდმივ წარმომადგენელს მის აღმატებულება ლე ლიონგ მინს; პაპუა ახალი გვინეის მუდმივ წარმომადგენელს მის აღმატებულება რობერტ გუბა აისის და UNHCR - ის ნიუ იორკის ოფისის დირექტორს უდო იანცს.
მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მინისტრმა გაეროს პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის სტატუსის განმსაზღვრელი რეზოლუციის სამუშაო ვერსიის განხილვაში.