"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის" 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება თემაზე "მესხების დღევანდელობა", სადაც ექსპერტებმა დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგანან დღეს საქართველოში ჩამოსახლებული მესხები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა ახალგაზრდებმა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საზოგადოებისა და ახალგაზრდა თაობის ინფორმირება მესხებთან მიმართებაში არსებული პრობლემების შესახებ და ინტერესის გაზრდა ამ საკითხისადმი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი თემის ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.