ქეთევან ციხელაშვილი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებთან. მან ამერიკელ პარტნიორებს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით საქართველოს ახალი მთავრობის ხედვები და მიდგომები გააცნო. შეხვედრებზე აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა კონკრეტულ საკითხზე იმსჯელეს. მსჯელობა ასევე შეეხო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობასა და მხარდაჭერას.