შეხევდრა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

20 January 2013

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალები საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფია, რის გამოც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვა. ამასთან, როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, ქალები ამავდორულად არიან მნიშვნელოვანი სამშვოდობო რესურსი და დარეგულირების პროცესში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშროლობისთვის, კონკრეტული წინადადებებისა და რეკომენდაციების მისაღებად", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.

მან შეხვედრის მონაწილეების კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ. საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე თავისუფალი გადაადგილების საკითხსაც.

"სამწუხაროდ, ხშირია პრობლემები. გასული წლის ბოლოს იმის გამო, რომ გამყოფ ხაზზე არ გამოატარეს, რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა ქალი იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი და ამ მიმართულებით რეგულარულად ვმუშაობთ", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსჯელობა ასევე შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელების მნიშვნელობას. აღნიშნული რეზოლუციის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში და მშვიდობის შენარჩუნების პროცესებში ქალთა ჩართულობა, ასევე ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის ძალადობის აღკვეთა და მათი უსაფრთხოების დაცვაა.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებთან შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და ჩატემ ჰაუსის პრინციპით ჩატარდა.