სამინისტროს ხელმძღვანელობამ, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სხვა შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო სტრატეგიის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების სტატუსისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ.
ელჩებმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს იძენს და ჩართულობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწეული სამუშაოს უკეთ გაცნობას ემსახურება.