კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაია მელიქიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" დირექტორის მოადგილე თამარ კეკელიძე, პროგრამა "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" კოორდინატორი მაია ჭილაშვილი მიიღო.
შეხვედრაზე სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ქართული ენის სახლების განვითარების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტების საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის საქმიანობის საკითხები განიხილეს. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს აღნიშნული მიმართულებებით რეფორმების მიმდინარეობა გააცნეს.
"ჩვენი უწყებისთვის ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ამ საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განათლების სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მიმაჩნია, რომ აღნიშნული კომისიის საშუალებით შესაძლებელია სამინისტროების ერთობლივი ეფექტური საქმიანობა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.