"ამ დონის ევროპელი დიპლომატის თბილისში ვიზიტი და ჩვენთან ურთიერთობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენი სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი და სანდო სტრატეგიული მოკავშირე ევროკავშირია. ამიტომ ჩვენი სურვილია, ჩვენი პოზიციები და ნაბიჯები ევროკავშირთან შეთანხმებული იყოს და ევროკავშირის რეკომენდაციები გათვალიწინებული იქნას", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონფლიქტების დარეგულირების საკითხს.
"ჩვენმა პარტნიორებმა დღევანდელ შეხვედრაზე მკაფიოდ და ცალსახად დაადასტურეს ევროკავშირის მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ამ პოლიტიკის გარანტიის ფონზე ჩვენ გვსურს, ევროკავშირი მაქსიმალურად იყოს ჩართული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მუშაობაში, რათა აფხაზებმა და ოსებმა დაინახონ არსებითი განსხვავება, თუ რას სთავაზობთ მათ საქართველო ევროპის საშუალებით და რა აქვთ რეალურად რუსეთის მიერ შეთავაზებულ ვითარებაში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.