პაატა ზაქარეიშვილი ჯეიმი მაქგოლდრიკს შეხვდა

31 January 2013

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საუბარი კონკრეტულ თემებს შეეეხო.

"გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელობას რეგულარულად ვხვდებით და ვცვლით ინფორმაციას მათი პროგრამებისა და ჩვენი აპარატის მუშაობის შესახებ. დღევანდელი შეხვედრაც სამუშაო შეხვედრა იყო, საუბარი შეეხო კონკრეტულ საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს როგორც აფხაზეთში, ისე მთელს საქართველოში და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ საქმიანობას", - განაცახდა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.