საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გასული სიუჟეტის შესახებ

1 March 2013

კერძოდ, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გახმაურებული საქმეების გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს. ამგვარ საქმეებს შორის დასახელებული იყო გალის რაიონში ვალმერ ბუთბას მკვლელობის საქმე. აქვე ნათქვამი იყო, რომ ზაქარეიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაული ქართველმა სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ. სიუჟეტში სახელმწიფო მინისტრის კომენტარი მიბმული იყო იმგვარად, თითქოს, მისი მხრიდან დასმული კითხვები ბუთბას მკვლელობის მსგავს საქმეებს ეხება. სინანულით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო მინისტრს "ქრონიკისთვის" მიცემულ კომენტარში ვალმერ ბუთბას მკვლელობა არ უხსენებია და წინა მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბრობდა. დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ პაატა ზაქარეიშვილის კომენტარის სრულ ვერსიას. ამასთან, განვმარტავთ, რომ მთავარ პროკურატურას სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის აგვისტოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თემაზე მიმართა, რის რეკომენდაციაც საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა იმჟამინდელმა კომისარმა თომას ჰამარბერგმაც მისცა.

სახელმწიფო მინისტრის სრული კომენტარი იხილეთ მოცემულ ბმულზე