შეხვედრა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან

12 March 2013

თანათავმჯდომარეებმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევის დისკუსიების მომდევნო - 23-ე რაუნდის მოსამზადებელ სამუშაოებზე და დღის წესრიგზე, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ, კერძოდ დევნილთა დაბრუნების საკითხებზე იმსჯელეს.

ქეთევან ციხელაშვილი ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება.

ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი უხელმძღვანელებს. დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ანდრიი დეშიტსიია და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი.