პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტში წარსდგა

20 March 2013

სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტის წევრებისა და სხდომაზე მიწვეული ექპერტების კითხვებსაც უპასუხა.

პაატა ზაქარეიშვილმა გამოსვლის დასაწყისში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის რეზოლიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, დოკუმენტის პრეამბულაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში აღებული ვალდებულების დადასტურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟენევის საერთშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ. სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის დისკუსიების ფორმატის თემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ფორმატის ცვლილებაზე საუბარი გამორიცხული არ არის, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად უნდა დაინახოს, რა მიზნით არის აუცილებელი ცვლილება.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ მუშავდება ალეტერნატიული სტრატეგია, რომელიც მას შემდეგ წარედგინება საზოგადოებას, რაც არსებული სტრატეგია ამოიწურება.

სხდომაზე პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებული ტერტიორიების შესახებ კანონში ცვლილების პროექტზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებით იცვლება მხოლოდ სასჯელის სახე კანონის დარღვევის პირველი შემთხვევისას და სისხლის სამართლებრივის ნაცვლად ადმინისტრაციული სასჯელით - ჯარიმით განისაზღვება; დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი პირი სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

სხდომის მონაწილეთა კითხვები ასევე შეეხო რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს და ოკუპაციის თემას. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა წინა ხელისუფლების მიერ გადადგმულ იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომლებმაც მისი შეფასებით, რუსეთის აგრესიას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შეუწყო ხელი. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე სიმართლის დადგენით კიდევ უფრო მყარად დადასტურდება რუსეთის მიერ საქართველოსთან ომისთვის მზადება. მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების გავლება ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირების თემაზეც. პაატა ზაქარეიშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ახალქალაქის საკრებულოს მიერ 2007 წლის ივლისში მიღებული იმ დადგენილების ასლი, რომლითაც საკრებულომ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დადგენილების მიღების დროს საკრებულოს წევრთა უმრავლესობა "ნაციონალური მოძოარობის" წევრები იყვნენ, თუმცა, იმ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ არ საუბრობდა.

"იმ დროირნდელ ხელისუფლებას ამ თემაზე ღიად რომ ესაუბრა, ამჟამად მოგვარებული ვითარება და ევროსტრუქტურებთან მიმართებაშიც უფრო გამართული პოზიცია გვექნებოდა", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შოთა მალაშხიამ პაატა ზაქარეიშვილს უმცირესობასთან შეხვედრა შეთავაზა და აღნიშნა, რომ უმცირესობის სხდომაზე მას ოფიციალურად მიიწვევს. სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტთან, ასევე ცალკეულ დეპუტატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან მჭირდო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.