სახელმწიფო მინისტრი მარნეულში პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ჩავიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულელებს დღესასწაული მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
"ნოვრუზ ბაირამი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დიდი დღესასწაულია და ჩვენ ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ინტერესები თანაბრად იყოს დაცული და მათ განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობა ჰქონდეთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მარნეულში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ასევე დაესწრნენ სასჯელაღსრულების,პრობაციისსა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.
ნოვრუზ ბაირამს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ტრადიციულად 21 მარტს აღნიშნავენ.