შეხვედრა აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან

22 March 2013

შეხვედრას იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც აფხაზეთში სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ. შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრს და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს მათი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა მნიშვნელოვანია. ქეთევან ციხელშვილმა ასევე დაუდასტურა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის განწყობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთში.

"ჩვენ თქვენ გენდობით. ამასთან, ვისურვებდით, საქმიანობისთვის მეტი სივრცე და საშუალება გქონდეთ", - მიმართა ქეთევან ციხელშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.

შეხვედრა გაეროს სახლში გაიმართა და მას საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმი მაკგოლდრიკი უძღვებოდა.