სომხური აღდგომის მილოცვა

31 March 2013

სახელმწიფო მინისტრი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვან მრევლს ულოცავს აღდგომის ბრწინვალე დიდდღესასწაულს - ზატიკს. "მინდა ამ თავითვე აღვნიშნო, რომ სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მრევლი, არის ქართველი ერის ღირსეული და განუყრელი ნაწილი. საქართველოს მთავრობის ზრუნვის საგანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები სომეხი ხალხის თვითმყოფადობის, კულტურის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნება. ვულოცავ სომეხ ხალხს ამ ბრწინვალე დღესასწაულს და მსურს ვუსურვო მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება." - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.