ქეთევან ციხელაშვილი ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

17 April 2013

აღნიშნული ფორუმი 18-20 აპრილს გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობენ მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწეები, დიპლომატები და ექსპერტები. ისინი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის, ტრანსატლანტიკური და რეგიონული თანამშრომლობის, ასევე ევროპის ეკონომიკურ პერსპექტივებზე და ენერგეტიკულ საკითხებზე იმჯელებენ.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ასევე მიწვეულია სლოვაკეთის ატლანტიკის კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც ამავე ფორუმის ფარგლებში გაიმართება. ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით მიმართავს საქართველოს დღევანდელობისამი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს და კონფლიქტის მოწესრიგების თემაზე ისაუბრებს.