შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი.
"ეს არის პირველი დელეგაცია ესტონეთის პარლამენტიდან მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ესტონეთის გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ისე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. საქართველოში ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ თუ ისწრაფვი ნატოსკენ, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია. ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ესტონეთი, მშვენიერი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება რუსეთთანაც დალაგებული ურთიერთობა გქონდეს და ამავე დროს მიდიოდე ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ესტონეთის დელეგაციასთან საუბარი გვქონდა სწორედ იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ხვდება, როდესაც ერთის მხრივ, რუსეთთან უწევს პაექრობა და მეორეს მხრივ, მკაფიოდ და ცალსახად ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ისწრაფვის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ესტონელი პარლამენტარების დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.