"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის" სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და "უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI-ს)" ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრა ჩატარდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2011 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა.
კომისიის სხდომის პარალელურად, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "მუნიციპალიტეტების კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის მეტი ჩართულობა", რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეების კომპეტენციის, ცოდნის დონისა და ტოლერანტობის ხარისხის ამაღლება; მოსახლეობის მეტი ჩართულობა და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მეტ ინტეგრაციას საზოგადოებაში.