რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის - მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი სტუდენტებისა და აბიტურიენტების ექსკურსია 27 აპრილს შედგა.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ თეა კვინტრაძემ მიიღო და ცენტრის საქმიანობა დეტალურად გააცნო. მან ახალგაზრდებს სახლის რესურსის - წიგნებისა და კომპიუტერული ტექნიკის, ასევე საკონფერენციო დარბაზის უსასყიდლოდ გამოყენება შესთავაზა.
სტუმრებმა შენობაც დაათვალიერეს. მათთვის ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა ცდა ჩატარდა.
მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელობა და ახალგაზრდები სამომავლო თანამშროლობაზე შეთანხმდნენ.