30 წევრიან დელეგციას, რომელშიც სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, დიპლომატები, მეცნიერები და ჟურნალისტები არიან გაერთიანებული, საზოგადოების დირექტორი კლაუს კარსტენ პედერსენი ხელმძღვანელობდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს კონფლიქტების დარეგულირებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დაუსვეს კითხვები. ქეთევან ციხელაშვილმა მათ კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ძალის გამოყენებას გამორიცხავს და სრულად მშვიდობიან გზებს ეფუძნება. საუბარი, ასევე, შეეხო კონფლიქტების დარეგულირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების და თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობას.
"მისასალმებელია, რომ ევროპელი პარტნიორები დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის კომნფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით. საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტერესთან ერთად ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.