კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრა გამართა მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეს ჰერკელთან, საქართველოზე თანამომხსენებელ მაიკლ ასტრუპ იენსენთან, საქართველოზე თანამომხსენებელ ბორის სილევიჩთან, რუსეთზე თანამომხსენებელ ანდრეას გროსთან, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აგნიშკა ნაჩილოსთან და მონიტორინგის კომიტეტის მდივან ბას კლეინთან.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, შეხვედრის თემა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობა იყო.
"კერძოდ, ვისაუბრეთ, იმის შესახებ, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს. დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ ჩვენი ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე დავაფიქსირე, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს მტრობას მთავრობასთან, გაიხსნება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის ახალი პერსპექტივები", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.