სამუშაო ჯგუფის შექმნა

30 May 2013

ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად იმუშავებს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შედიან.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზარალებულია დაახლოებით 80 ოჯახი. სამუშაო ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში ეწვევიან გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებს, მიყენებულ ზარალს ადგილზე შეისწავლიან, რათა დავსახოთ ღონისძიებები, რომლებითაც მოსახლეობას საკუთარ სახლებში ღირსეულად ცხოვრების პირობებს შევუქმნით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.