ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსი ყარაჯალაში

5 June 2013

კონკურსი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების თანამონაწილეობით შედგა.

სკოლის მოსწავლეებმა თემის "ჩემი სამშობლო"-ს ფარგლებში წარადგინეს საკუთარი მოხსენებები კახეთის ისტორიულ კუთხეებზე. ასევე სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა ქართული ხალხური ცეკვები.

ლიტერატურულ-შემეცნებით კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და წიგნები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ცნობილი მეცნიერ-მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი. სხვა პრიზებთან ერთად მოსწავლეებს, ასევე, გადაეცათ მის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი ვაჟა-ფშაველას "გოგოთურ და აფშინა".