ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება

6 June 2013

ციხელაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ჟენევაში გაეროს წარმომადგენლობასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ბერნში. კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილი შეხვდება დიპლომატებს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ჰუმანიტარული კუთხით, არსებულ მდგომარეობას და გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ ფორტიფიკაციების გავლების საკითხს.