"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის" სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და "უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრის (ECMI-ს)" დაფინანსებით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა სპეციალისტებმა. საქმიანი შეხვედრის მიზანი ასევე იყო ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის ტრეინინგის ჩატარება მუნიციპალიტეტების კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის მეტი ჩართულობის ხელშეწყობისათვის.