პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პრობლემა ნაკლებად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა.
"სამკვირიანი პაუზის შემდეგ დღეს მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, სოფლის რწმუნებულს, ადგილობრივ და სტუმრად ჩამოსულ მუსულმან ლიდერებს. რეალურად, პრობლემა არ იყო იმდენად რთული, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობა და მუსლიმთა თემი შეთანხმდნენ, რომ მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება. ჩვენ ვენდობით ადგილობრივ მმართველობას, ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარება საჭირო იყო, თუმცა, გვჯერა, რომ ამგვარი საკითხების ეფექტურად და გართულებების გარეშე მოგვარება სწორედ ადგილობრივ მმართველობას შეუძლია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრთან ერთად სამთაწყაროში ასევე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი.